გაქვთ შეკითხვები? მოგვწერეთ:
+ 995 (571) 90 39 68
+995 (571)90 39 68
agencium_call
ჩვენ ვმუშაობთ: 24/7

დიდი ბრიტანეთის ვიზა

რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

ყველა აპლიკანტს შეუძლია პირადად გამოცხადდეს სტამბოლში არსებულ საკონსულოში, წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და გააკეთოს განაცხადი ვიზაზე, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მიიღოთ საჭირო დოკუმენტები და კონსულტაცია სავიზო საკითხებთან დაკავშირებით.
 

რა საბუთები მჭირდება ვიზაზე განაცდადის დროს?

ვიზის მიღებისათვის (General visitor) ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა თქვენს ფინასურ მდგომარეობას. თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს თქვენს ქვეყანაში. შესაბამისად საჭიროა წარმადგინოთ ის დოკუმენტები რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.
 

თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, ასევე ძველი ვიზიანი პასპორტ(ებ)ი;

  • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);

  • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;

  • დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;

  • დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;

  • არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობის ასლები​


ვიზიტორის ვიზის შემთხვევაში მოსაკრებელი შეადგენს 220 აშშ დოლარს.

გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ჩვენ სპეციალისტებთან.

რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

დიდი ბრიტანეტის საკონსულოს მოსაკრებელი შეადგენს 220 აშშ დოლარს. ამ ტანხაში შედის, როგორც უშუალოდ საკონსულოს მოსაკრებელი, ასევე სავიზო ცენტრის მომსახურების საფასური რომელი იბარებს ანაბეჭდებს და გზავნის თქვენ დოკუმენტებს საკონსულოში.

ხოლო ჩვენი გუნდის სავიზო განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს 70 ლარს რაც მოიცავს შემდეგს: 

  • კონსულტაცია სპეციალისტისგან და რეკომენდაციები;

  • სააპლიკაციო ფორმების შევსება, რეგისტრაცია;

  • ტურისტული პაკეტის მომზადება (ავიაბილეთი და სასტუმროს ჯავშნები);

  • ბიომეტრული ფოტო;

  • სამოგზაურო დაზღვევა;

  • სამოტივაციო წერილის შედგენა;

  • კორესპონდეცია საკონსულოსთან.

 

ვიზაცენტში ასევე შესაძლებელიათ ისარებლოთ დოკუმენტების თარგმნის და ნოტარიალური დამოწმების სერვისით; 

 

რა ვიზებზე შემიძლია გავაკეთო განაცხადი?

სავიზო განაცხადი შეიძლიათ გააკეთოთ ტურისტულ ვიზაზე, კერძო ვიზიტორის ვიზაზე, საქმიანი და სასწავლო ვიზებზე. 

 

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული აპლიკანტისთვის რთულია განისაზღვროს, რამდენად აქვს ვიზის მიღების შანსი. თუმცა ეს ცალსახადაა დამოკიდეული თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც მეტად შეძლებთ დაუმტკიცოთ კონსულს, რომ ხართ წარმატებული თქვენს ქვეყანაში, გაგაჩნიათ სტაბილური შემოსავალი, ასევე სამომავლოდ კიდევ მეტად განვითარების პერსპექტივა, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა.
 

ვიძლევით თუ არა გარანტიას?

ვიზის მიღება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე და სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს ამ პროცესში. თუმცა ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები მაქსიმალურად შევეცდებით სწორად და თქვენს სასარგებლოდ მოვახდინოთ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას გაზრდის.
 

რა ვადებში ხდება ვიზის გაცემა?

დოკუმეტების გადაგზავნის და საკონსულოს მოსაკრებლის გადახდის შემდეგ საბუთების განხილვა ხდება უმეტეს შემთხვევაში 2 კვირის ვადაში. თუმცა, ცალკეულ შემთხვევბში, შესაძლებელია განხილვის პერიოდი მეტი ან ნაკლები ხნითაც გაგრძლედეს.

თუ გსურთ ვიზაზე პასპუხი დაჩქარებულად 5 სამუშაო დღეში მიიღოთ, ამისათვის დამატებით იხდით 220 ფუნტს.

შეიტყვეთ მეტი / შეუკვეთეთ სერვისი