გაქვთ შეკითხვები? მოგვწერეთ:
+ 995 (571) 90 39 68
+995 (571)90 39 68
agencium_call
ჩვენ ვმუშაობთ: 24/7

აშშ-ს ვიზა

რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

საქართველოს მოქალაეებს აშშ-ს ვიზით უზრუნველყოფს აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში. ყველა აპლიკანტს შეუძლია პირადად გააკეთოს განაცხადი ვიზაზე ან ისარგებლონ მესამე პირის მომსახურებით. შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, პროფესიონალის მიერ შეადგინოთ სამოტივაციო წერილები,  გადაიღოთ ბიომეტრული ფოტო.

რა საბუთები მჭირდება აშში  ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?

ვიზის მიღებისათვის ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა თქვენს ფინასურ მდგომარეობას. თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს თქვენს ქვეყანაში. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.
თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;

  • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);

  • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;

  • სასურველია დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;

  • დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;

  • საკონსულოს მოსაკრებილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.

 

რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

ტურისტული/საქმიანი B1/B2 ვიზის ასევე საწავლო ვიზის მოსაკრებელი შეადგენს 160 აშშ დოლარს, ხოლო  სავიზო განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს 70 ლარს.

მომსახურებაში შედის:

  •  კონსულტაცია სავიზო საკითხების სპეციალისტისგან;

  • საკონსულოს სააპლიკაციო ფორმის მომზადება და გასაუბრების დღის რეგისტრაცია;

  • კორესპონდენცია საკონსულოსთან;

  • სამოტივაციო წერილის შედგენა;

  • ტურისტული პაკეტის მომზადება (სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშნები);

  • ბიომეტრული ფოტო.

ასევე შეგიძლიათ ისარებლოთ დოკუმენტების თარგმნის და ნოტარიული დამოწმების სერვისით.

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული აპლიკანტისთვის რთულია განისაზღვროს, რამდენად აქვს ვიზის მიღების შანსი. თუმცა ეს ცალსახადაა დამოკიდეული თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც მეტად შეძლებთ დაუმტკიცოთ კონსულს, რომ ხართ რეალიზებული თქვენს ქვეყანაში, ასევე სამომავლოდ კიდევ მეტად განვითარების საშუალება, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა. ასევე შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს თქვენი შესაძლებლობების იდენტიფიცირება კონსულთან, რაც ცალსახად ზრის ვიზის მიღების შანსს.

ვიძლევით თუ არა ვიზაზე გარანტიას?

ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე. თუმცა გამოცდილი სპეციალისტები მაქსიმალურად შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას ცალსახად გაზრდის.​

 

რა ვადებში ხდება აშშ-ს ვიზის გაცემა?

ეს დამოკიდებულია საკონსულოში არსებული რიგების მიხედვით, როგორც წესი ეს რიგი ერთ-ორ კვირას არ სცდება. აქტიური სეზონზე - გაზაფხულზე და ზაფხულში შესაძლებელია ერთ თვემდეც გაიზარდოს რიგი. საკონსულოში გასაუბრების დღესვე ცნობილი ხდება ვიზა გაიცემა თუ არა თქვენ სახელზე.

სად მოვიდე განაცხადის გასაკეთებლად?

დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან გვესტუმროთ ჩვენს სერვის ცენტრში.

შეიტყვეთ მეტი / შეუკვეთეთ სერვისი