გაქვთ შეკითხვები? მოგვწერეთ:
+ 995 (571) 90 39 68
+995 (571)90 39 68
agencium_call
ჩვენ ვმუშაობთ: 24/7

ავსტრალიის ვიზა

      საქართველოს მოქალაეებს ავსტრალიის ვიზით უზრუნველყოფს ავსტრალიის საელჩოს საკონსულო განყოფილება ანკარაში. ყველა აპლიკანტს შეუძლია პირადად გააკეთოს განაცხადი ვიზაზე ან ისარგებლონ სპეციალისტის მომსახურებით. ასევე ჩვენთან შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, პროფესიონალის მიერ შეადგინოთ სამოტივაციო წერილები, ვიზაცენტრშივე გადაიღოთ ბიომეტრული ფოტო და ყველა დოკუმენტი ელექტრონულად გადააგზავნოთ საკონსულო განყოფილებაში.

​​

საჭიროა თუ არა ვიზის ასაღებად ანკარაში ჩასვლა და საკონსულოში გამოცხადება?

არა. ჩვენი სპეციალისტები თავად უზრუნველყოფს მონაცემების გადაგზავნას საკონსულოში და და ვიზაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ ელექტრონულ ვიზას.

რა საბუთები მჭირდება ავსტრალიის  ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?

ვიზის მიღებისათვის ყურადღება ექცევა  თქვენს ფინასურ მდგომარეობას. თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს თქვენს ქვეყანაში. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.


თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;

  • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);

  • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;

  • სასურველია დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;

  • დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;

 

გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ  სპეციალისტთან.

 

საჭიროა თუ არა ჩემი პასპორტის გაგზავნა საელჩოში?

მოქალაქე არ აგზავნის თავის პასპორტს საელჩოში. საელჩო მოითხოვს მხოლოდ აპლიკანტის პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს და სავიზო განაცხადდთან ერთად.

 

რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

საკონსულოს ტურისტული/საქმიანი ვიზის მოსაკრებელი  შეადგენს 180 ავსტრალიურ  დოლარს. ხოლო ჩვენი სავიზო განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს 280 ლარს.

 

მომსახურებაში შედის:

  •  კონსულტაცია სავიზო საკითხების სპეციალისტისგან;

  • საკონსულოს სააპლიკაციო ფორმის მომზადება;

  • დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება;

  • კორესპონდენცია საკონსულოსთან;

  • სამოტივაციო წერილის შედგენა;

  • ბიომეტრული ფოტო;

 ​

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული აპლიკანტისთვის რთულია განისაზღვროს, რამდენად აქვს ვიზის მიღების შანსი. თუმცა ეს დამოკიდეულა თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც მეტად შეძლებთ დაუმტკიცოთ კონსულს, რომ ხართ რეალიზებული თქვენს ქვეყანაში, გაგაჩნიათ სტაბილური შემოსავალი, ასევე სამომავლოდ კიდევ მეტად განვითარების საშუალება, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა.

რა სახის გარანტიას იძლევით?

ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე, თუმცა ჩვენი სპეციალისტები შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას გაზრდის.​

 

რა ვადებში ხდება ავსტრალიის  ვიზიტორის ვიზის გაცემა?

საპლიკაციო ფორმის განხილვის პერიოდი 34 სამუშაო დღეა.

 ​

სად მოვიდე განაცხადის გასაკეთებლად?

დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან გვესტუმროთ ჩვენს სერვის ცენტრში.

შეიტყვეთ მეტი / შეუკვეთეთ სერვისი